საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

გამოქვეყნდა:

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. თამაშზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვა TKT.ge-ზე, ხვალ, 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება. 

მატჩი დინამო არენაზე გაიმართება.

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია)" - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

 ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი