გზა ტრიუმფამდე | UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია "შაბათის მთავარში"

გამოქვეყნდა:

ხალხის უდიდესი სიყვარული, მადლიერება, ტაში და დამსახურებული ღირსების ორდენი -  UFC-ის ჩემპიონი დიდი გამარჯვების შემდეგ სამშობლოს ოჯახთან ერთად რამდენიმე დღით სტუმრობდა. მან ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ლუქსემბურგის თამაშზე  მატჩი გახსნა და "დინამო არენაზე" საჩემპიონო ქამარი წარადგინა.  UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი კარგი რესპონდენტიცაა და ინტერვიუებზეც უარს არ ამბობს. მათ შორის ვრცელი ინტერვიუ  დავით ერაძეს "სპორტერას" და ლელა წურწუმიას  გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“მისცა. 

როგორია  იყო პირველი ქართველი, ვინც UFC-ის ქამარი მოიპოვა, რა გზა გაიარა, როგორ ხედავს მომავალს და როდის გამართვას შემდეგ ბრძოლას ოქტაგონზე. რას ფიქრობს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის გადაჭრის საკითხზე და ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევასა და სატკივარზე - რუსულ ოკუპაციაზე. ამ ყველაფერზე ილია თოფურიას ინტერვიუებს ვრცლად ნახავთ ორშაბათს, საღამოს 10 საათზე -  მხოლოდ ლელასთან, რის შემდეგ გადაცემა "სპორტერა" დაიწყება და ილია თოფურია მის სპორტულ გეგმებზე უკვე დავით ერაძესთან ისაუბრებს. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი