თელავში ქურდობების სერია გრძელდება | ერთ-ერთი ბოლო ქურდობა მოქმედი პოლიციელის სახლში მოხდა

გამოქვეყნდა:

თელავში ქურდობის სერია გრძელდება - დაუდგენელი პირები ალაზნის გამზირზე დაკეტილ სახლებს ტეხენ და ფული და ძვირფასეულობა მიაქვთ. ერთ-ერთი ბოლო ქურდობა იმ ბინაში მოხდა, სადაც მოქმედი პოლიციელი ცხოვრობს. მოსახლეობამ სადარბაზოებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება დაიწყო.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ადგილზე ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე თვეა დამნაშავეების იდენტიფიცირებაც კი ვერ შეძლო.

"ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაუარესდა კრიმინოგენური სიტუაცია თელავში. განსაკუთრებით, ალაზნის გამზირზე, სადაც მე ვცხოვრობ გატეხეს რამდენიმე ბინა ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში და ხშირად მოსახლეობა არც კი მიმართავს პოლიციას. იმიტომ, რომ არ აქვს იმედი, რომ სამართალს იპოვის," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი