საკუთარი ხალხისთვის გამოცხადებული ომი. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადადის. მმართველი პარტიის მოძლადე ჯგუფები იწყებენ თავდასხმებს ყველაზე, ვისი საქმიანობაც ივანიშვილის კლანს რუსული მიზნების მიღწევაში ხელს უშლის. გვიან ღამით, რამდენიმესაათიანი ინტერვალით, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, ოპოზიციური და საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს სასტიკად გაუსწორდა. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ნაცემებს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ და ისინი ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიან. მომხდარიდან თითქმის 24 საათია გასული, თუმცა ხელისუფლებას ფაქტობრივად არანაირი რეაგირება არ ჰქონია ამ უკიდურეს ძალადობაზე.