"დაბლა რომ დავვარდი, წიხლი მომხვდა სახეში, ტელეფონი გამაგდებინეს ხელიდან და ისიც წაიღეს... ადგილი აქვს ყაჩაღობის ფაქტსაც" | გიორგი მუმლაძე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"დაბლა რომ დავვარდი, წიხლი მომხვდა სახეში, ტელეფონი გამაგდებინეს ხელიდან და ისიც წაიღეს... ადგილი აქვს ყაჩაღობის ფაქტსაც", - ამის შესახებ გიორგი მუმლაძემ "მთავარ არხთან" ისაუბრა და თავდასხმის დეტალები გაიხსენა.

"მივდიოდი ჩემს ბაღში, ჩვეულებრივ სამუშაო დღე იყო და ქუჩის კუთხეში დამხვდა შავი "ტოიოტა ქამრი" ჩაბურული და როგორც კი გავედი, მაშინვე დაიძრა ჩემი მიმართულებით, ამოვიღე ტელეფონი და დავიწყე ვიდეოს გადაღება, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ისინი ალბათ მე მითვალთვალებდნენ, ნუ, სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ხდება ქვეყანაში.

დაიხია რამდენიმე მეტრით ამ მანქანამ უკან, ამ ვიდეოს ვიღებდი და შემდეგ გადმოხტა ოთხი ღიპიანი, საკმაოდ ისეთი, ჩემნაირად ახოვანი, უფრო მეტად ნავარჯიშები ხალხი და დაიწყეს პირდაპირ ფიზიკური ანგარიშსწორება ჩემს მიმართ. დავვარდი, ასე ვთქვათ, და სახეში მომხვდა წიხლი, გამაგდებინეს ტელეფონი ხელიდან და ჩვეულებრივად, ტელეფონი წაიღეს. ანუ ძალადობასთან ერთად ადგილი აქვს ყაჩაღობის ფაქტს ტელეფონია წაღებული, ჩემი ნივთი.

პლუს ამას, ჩემმა მეზობლებმა დაინახეს ეს ყველაფერი და გამოიქცნენ საშველად, რამაც პრაქტიკულად აიძულა, რომ ისინი გაქცეულიყვნენ. სიმართლე და როგორ გითხრათ, პატრიოტიზმი ნიღბებით არ დადის. ჩვენ მხარეს, ჩვენ რომ ვართ მართლები ამიტომ ვართ სუფთა გულით, არ გვეშინია არაფრის, მაგრამ ეს არის წითელი ხაზი", - განაცხადა მუმლაძემ.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი