ერთი მატჩი, რომელიც უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ თამაში - სამშაბათს, 26 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს დაუპრისპრიდება. ეს ფინალია, რომლის გამარჯვებულიც უკვე ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, არის შანსი, რომ ჩვენმა ქვეყანამ კონტინენტის დასკვნით ეტაპზე იასპარეზოს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფეხბურთელთა არც ერთი თაობა სანუკვარ ეტაპამდე ასე ახლოს არასდროს ყოფილა.
ერთი შეხევდრა, რომელმაც შესაძლოა დაწეროს ისტორია, ან დაამსხვრიოს თაობების ოცება და შრომა. სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს. სამზადისი ერთი, გადამწყვეტი შეხვედრისთვის - დანახული გულშემატკივრისა და ქართული ოფეხბურთის ყველაზე წარმატებული თაობის თვალით. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ამ სიუეჟეტის ერთერთ რესპოდენტს - ლეგენდარულ ოთარ გაბელიას დაბადების დღეს მივულოცავ.