ხვალ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება

გამოქვეყნდა:

ხვალ, 8 სექტენბერს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში, მეორე შეხვედრას გამართავს. მწვრთნელ, ვლადიმირ ვაისის მომზადებული გუნდი დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს.

ჯგუფში სამ-სამი მოგებით სწორედ ეს ორი გუნდი ლიდერობს. დღეს მთავარმა მწვრთნელებმა მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართეს. ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელის, იგორ ანგელოვსკის აზრით, მოგების შანსი ორივე გუნდს აქვს, და მისი ფეხბურთელები სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებენ.

ანგელოვსკიმ ისურვა, რომ ნოემბერში კვლავ დაბრუნდეს საქართველოში და ერთა ლიგის ფინალში სწორედ ჩვენ ნაკრებს დაუპირისპირდეს. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა 20 საათზე დაიწყება, თუმცა გულშემატკივარი ამ შეხვედრას დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ დაესწრება.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი