საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში, საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება ლუქსემბურგთან 2:0 მოიპოვა. ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.