საქართველოს ნაკრების წევრები რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ და გულშემატკივრებს ხვდებიან - მათ სურთ, მადლობა გადაუხადონ ე.წ. უბილეთო გულშემატკივრებს, რომლებსიც ისტორიულ გამარჯვებას ერთად, დიდ ეკრანზე უყურებდნენ.
მანამდე, გულშემატკივრებს გამარჯვება თბილისის მერმა კახა კალაძემ და პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მიულოცეს. "ოცნების" ლიდერების მიმართვებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილების უარყოფითი რეაქციები მოჰყვა.