დღის გმირები | ისტორიული წარმატება და საფეხბურთო კერპები გულშემატკივრებისთვის

გამოქვეყნდა:

ისტორიულ საფეხბურთო წარმატებას საკუთარი გმირები ჰყავს. ფეხბურთელები, რომლებსაც არც დღემდე აკლდათ გულშემატკივრის სიყვარული, მაგრამ ამიერიდან საფეხბურთო კერპებად იქცნენ. გამარჯვების შემდეგ ნაკრების წევრები დარწმუნდნენ, რომ თავდადება და გამარჯვებები მხოლოდ გაზრდის სიყვარულს და პატივისცემას მათ მიმართ. საქართველოს გუშინდელმა თამაშმა ასევე ყველა დაარწმუნა, რომ გუნდი ერთი მექანიზმივით, გამართულად მოქმედებს და სპორტსმენების პროფესიონალიზმის გარდა ამაში მწვრთნელის დამსახურებაც არის. საყოველთაო სიყვარულის გარდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას პრაგმატული შედეგიც აქვს. მსოფლიო მედია ქართველი ფეხბურთელების შესახებ წერს, რომლებმაც ამ გამარჯვებით საკუთარი კარიერის ახალი შესაძლებლობაც მიიღეს.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი