ფრენა, თამაშის ბილეთები და ფასები | როგორ მოვხვდეთ გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე

გამოქვეყნდა:

ისტორიული მატჩის შემდეგ საქართველოს ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე თვე აშორებს. წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა სტარტს გერმანიაში 14 ივნისიდან აიღებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშს თურქეთის ეროვნულ გუნდთან 18 ივნისს, ქალაქ დორტმუნდში გამართავს. უკვე ცნობილია, რომ ქართველი გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაყიდვას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს, სხვა დეტალები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის. რაც შეეხება ავიაბილეთებს - საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ გერმანიის მიმართულებით ფრენის ფასი ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი