ორი ისტორიული მატჩი | ქართული ფეხბურთის ლეგენდები 26 მარტის გამარჯვების შესახებ

გამოქვეყნდა:

ისტორიული გარღვევა არამხოლოდ ქართული ფეხბურთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 2024 წლის  26 მარტი ნამდვილად იყოს საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების დღე. ამ დღეებში ყველა თაობის წარმომადგენელმა სიხარულისა და აღმაფრენის ცრემლებით არაერთხელ იტირა.

ამ ისტორიულმა გამარჯვებამ ყველას 1981 წლის ისტორიული თამაში და გამარჯვება გაახსენა. ალბათ წლები რომ გავა, შვილებს და შვილიშვილებს ისევე მოვუყვებით 26 მარტის საქართველო-საბერძნეთის თამაშზე, როგორც ჩვენი მშობლები და ბებია-ბუბუები გვიყვებოდნენ 1981 წლის 13 მაისის თასების მფლობელთა თასის თამაშის შესახებ. პარალელი და საერთო ბევრია. ყველას ახსოვს კოტე მახარაძის ლეგენდარული სიტყვები, რომ "ზეიმობს მთელი საქართველო და ზეიმობს მთელი თბილისი“.

ახლა ჩვენი თვალით ვნახეთ და ვიყავით მონაწილეები საყოველთაო ზეიმის. მაშინ დიუსელდორფში გამარჯვების გოლი ოჩამჩირელმა ვიტალი დარასელიამ 87-ე წუთზე გაიტანა. ახლა გამარჯვების გოლის გატანის პასუხისმგებლობა გალელმა ნიკოლოზ კვევესკირმა აიღო. შეასრულა კიდეც.

როგორ იხსენებენ თბილისის „დინამოსა“ და გერმანული იენის „კარლ ცაისის“ დიდი ბრძოლას ის ლეგენდები, ვინც მაშინ ქვეყნის გამარჯვებისთვის იბრძოდნენ და რა პარალელები დაინახეს 4 დღის წინანდელ ისტორიულ გამარჯვებათან, იხილეთ ნინუცა კეკელიას სიუჟეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი