მთავარი მხარდამჭერები | გაიცანით საქართველოს ნაკრების წევრების ოჯახები

გამოქვეყნდა:

წინ ევროპის ჩემპიონატია. საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ევროპა და ქვეყანა იმსახურებს ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდეს დამსახურებული საგზური. 26 მარტს დინამო არენა 120 წუთის განმავლობაში ნამდვილად იყო ბრძოლის ველი. ცალკე სანახაობა და ნერვების ომის იყო პენალტების სერია. ყველა გატანილი გოლი უკვე ისტორიაა - ქოჩორაშვილის პირველი დარტყმა და კვეკვესკირის გამარჯვების აუღებელი ბურთიც. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნაკრების კარის მცველის, გიორგი მამარდაშვილის უშეცდომო თამაში და თავგანწირვა. ასე ბრძოლით, გაუტეხლობითა და ქომაგების გულწრფელი გულშემატკივრობით, მივიდა ქვეყანა ევროპის ჩემპიონატამდე.

ამ დღეებში ვნახეთ ყველა ფეხბურთელის ემოცია, კომენტარი თუ შეფასება. ამიტომ დღეს გაგაცნობთ იმ ადამიანებს, ვინც ამ ბიჭებს ზურგს უმაგრებენ და მათი მთავარი მხარდამჭერები არიან. ფეხბურთელების ოჯახები, მშობლები და მეუღლეები. 

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი