საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შეხვედრა 1:1 დასრულდა. მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა.
გოლი საქართველოს ნაკრებიდან ოქრიაშვილმა "პენალტით" გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, 5 სექტემბერს ერთა ლიგის მატჩზე, ესტონეთი 0:1 დაამარცხა.
კორონავირუსის პანდემიის გამო მატჩს მაყურებელი არ ესწრებოდა.