ლავროვი ხვალ ჩინეთში ჩავა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ ჩინეთში ჩავა. როგორც უცხოური მედია წერს, მისი შეხვედრების მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი, ასევე მოსკოვსა და პეკინს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება იქნება. 

ცნობილია, რომ ლავროვი, ვიზიტის ფარგლებში, ჩინელ კოლეგას, ვანგ ის შეხვდება. 

გამოცემა Reuters წერს, რომ 2023 წელს ჩინეთ-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 240 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლების მაჩვენებლებთან 26%-ით მეტია. 

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი