"არაფერზე დაიხიონ უკან... სულ წინ ვიაროთ და ქვეყნის მომავალზე ვიფიქროთ", - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისი "მთავარ არხთან", გადაცემა Post Factum-თან სატელეფონო ინტერვიუში საუბრობს.
"ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ არაფერზე არასდროს არ დაიხიონ უკან და რავი, ყველაფერი კარგად იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, რაღაც პერიოდი შეიძლება ჩავარდნები გვქონდეს, მაგრამ დროებითია ყველაფერი. სულ წინ ვიაროთ, უკეთესობისკენ ვეცადოთ რომ შევცვალოთ რეალობა. აი, "ქართულ ოცნებას" ვეტყოდი ერთ რაღაცას, რომ ახალგაზრდობა ამ ქვეყნის მომავალია და ამ კანონს ვერ შეცვლიან ვერასდროს", - ამბობს ლაზარე.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა ხვალ, 8 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება. საქალაქო სასამართლოს ეზოში, პროცესის პარალელურად, ლაზარეს მხარდამჭერები შეიკრიბებიან.