ხელისუფლების მძევალი პოლიტიკური განაჩენის მოლოდინშია - ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა დასასრულს მიუახლოვდა. ხვალინდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვების დროა, რის შემდეგაც მოსამართლე თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ახალგაზრდა, რომელიც 8-9 მარტის აქციების დროს რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდა, ხელისუფლების პროპაგანდამ მიზანმიმართულად ამოარჩია თავის მსხვერპლად და მთელი ამ დროის განმავლობაში მისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობდა.
თუმცა ახლა, როცა ხელისუფლებამ რუსული კანონი გააცოცხლა და ხელმეორედ შეიტანა პარლამენტში, გასაგები ხდება ლაზარეს დევნის მთელი ქრონოლოგია. და გასაგები ხდება, ის, რომ ქართულმა ოცნებაში პირველივე დღეებიდან იცოდნენ, რომ რუსულ კანონს დააბრუნებდნენ და სწორედ ამიტომაც აჭიანურებდნენ ლაზარეს საქმის განხილვას.
განაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე ხელისუფლების პოლიტპატიმრად ქცეულ ლაზარეს ჩვენ ტელეფონით ვესაუბრეთ.