"როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი" | კალაძე ფეხბურთელის მამაზე

გამოქვეყნდა:

როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე საუბრისას- "გახარიას პარტიის წარმომადგენელია. რატო გიკვირთ?..." - თქვა თბილისის მერმა როინ ქოჩორაშვილზე.

შეგახსენებთ, გიორგი ქოჩორაშვილმა გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან ფოტო გამოაქვეყნა- ბავშვი  ევროკავშირის დროშით ხელში.

პოზიციის დაფიქსირებიდან მალევე, გიორგი ქოჩორაშვილის "ინსტაგრამ" ანგარიში გაქრა, თუმცა რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა, შემდეგ კი დაწერა :

"საქართველოს გზა ევროპაშია!!!...

ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!"

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი