საელჩოებმა და დონორებმა არ დაგმეს ძალადობის შემთხვევები, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება | პაპუაშვილის პროპაგანდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" პარტნიორებზე თავდასხმას განაგრძობს - პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ უცხოურ საელჩოები და დონორი ორგანიზაციები ეროვნულ ინსტიტუტებზე "ძალადობას" არ გმობენ და უფრო მეტ ძალადობას ახალისებენ.

"სამწუხაროდ, არცერთმა უცხოურმა საელჩომ და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. მეტიც, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს "მშვიდობიანი" უწოდა.

სამწუხარო გამოცდილება გვასწავლის, რომ ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს.

ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტსა და უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა," - წერს პაპუაშვილი X-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი