პაციენტებთან მიმართვის ფორმა არასდროს შემშლია და არც შემეშლება | სარჯველაძე

გამოქვეყნდა:

ონკოპაციენტების მძიმე ბრალდებას ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს და ამბობს, რომ მისი მხრიდან შეხვედრაზე ყვირილს ადგილი არ ჰქონია: 

"არც ერთ პაციენტთან კომუნიკაციისა და მიმართვის ფორმა არასდროს შემშლია და არც შემეშლება არც ამიერიდან. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არც მსოფლმხედველობით და არც ჩემი ქცევით ამის საპირისპიროს თქმით მიზეზი არავისთვის მიმიცია არასდროს. არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა. საჭიროება ან პეტიციისა, ან გარკვეული აქციების ჩატარებისა და ა.შ. სამინისტროსა და პაციენტს შორის ურთიერთობაში ობიექტურად არ იარსებებს" ამბობს მიხეილ სარჯველაძე.  

შეგახსენებთ, ონკოპაციენტები ჯანდაცვის ახალ მინისტრს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. შეხვედრა პაციენტებსა და მიხეილ სარჯველაძეს შორის გუშინ გაიმართა. 

ადამიანები სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტებსა და მკურნალობაზე დაწესებული ლიმიტის გაუქმებას ითხოვენ,  კითხვებზე პასუხის ნაცვლად კი მათი თქმით, მინისტრმა ყვირილის ფონზე მოსთხოვათ, რომ მისი მედიაში კრიტიკა შეეწყვიტათ.

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი