ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატია. ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ამ ფაქტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ არჩევნები დისკრიმინაციული და თაღლითურია.
მას შემდეგ, რაც კანდიდატად დასახელების კრიტერიუმები და წესდება შეიცვალა, სწორედ ხაბელოვი აღმოჩნდა ერთდერთი კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ეს არის არასამართლიანი არჩევნები, ჩვენი აზრით, ხდება დისკრიმინაციული ცვლილებით. სხვა შეფასებას ვერ მივცემ ეს არის თაღლითური არჩევნები, პირველად ხდება უალტერნატივოდ პრეზიდენტის არჩევა ესეთი რამე არ ყოფილა- ამბობს ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გია ნაცვლიშვილი.
2 თვის წინ გაკეთებული ჩასწორების თანახმად, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად დარეგისტრირების საშუალება მხოლოდ იმ პირებს აქვთ, რომლებიც ოლიმპიური სპორტის სახეობების პრეზიდენტები, ან ვიცე პრეზიდენტები უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში იყვნენ ან იმ პირებს, რომლებიც ოლიმპიურ კომიტეტში მუშაობენ.
არჩევნები 11 სექტემბერს ჩატარდება