"არავის დავტოვებთ მარტო" | აქციაზე დაკავების შემთხვევაში, ადვოკატები მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებელ ადვოკატთა განცხადება - უფლებადამცველებმა პარლამენტთან საგანგებო განცხადება გააკეთეს და აქტივისტებს იურიდიულ დახმარება შესთავაზეს. იმ შემთხვევაში, თუ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, პროტესტის მონაწილეებს დააკავებენ, ადვოკატები მათ უფასო დახმარებას ჰპირდებიან.

"ქართველი ხალხი არ ეთანხმება რუსულ კანონს და ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლება დევნის ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს ევროპული მომავალი. ჩვენ ადვოკატები, ყველა იმ ადამიანს, გავუწევთ უფასო იურიდიულ დახმარებას, ვისი უფლებებიც შეიზღუდება, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს ვისაც დაურღვევენ. ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ არავის მარტო არ დავტოვებთ სისტემასთან და ყველასთან ერთად დავიცავთ ევროპულ მომავალს,"  - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაშვილი.
 

ასევე ნახეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი