აქციაზე დაკავების შემთხვევაში არასამთავროები მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები აქციაზე დაკავების შემთხვევაში მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარების გაწევას სთავაზობენ. ამ წუთებში თბილისში საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია იმართება, კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან. პარალელურად, ბიუროს სხდომაზე "ოცნებას" რუსული კანონი გააქვს.

მოქალაქეთა საყურადღებოდ:

იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგაკავეს აქციაზე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დამხარება.

დარეკეთ ცხელ ხაზზე

577070563

განცხადებას უერთდებიან: 

  • საქართველოს ახალგარზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
  • უფლებები საქართველო;
  • სამართლიანი არჩევნები;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • ადამიანის უფლებების ცენტრი. 
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი