ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შსს ავრცელებს მოწოდებას მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი, რათა დაიშალონ | საია

გამოქვეყნდა:

საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები ყოველგვარი კანონისმიერი საფუძვლის გარეშე - ნათქვამია "საიას" განცხადებაში შსს-ის გაფრთხილებასთან დაკავშირებით:

 "ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მოწოდებას (21:43) მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი, რათა დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება აქტიური სპეციალური საშუალებები. 

საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები ყოველგვარი კანონისმიერი საფუძვლის გარეშე. 

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, არ მიმართოს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს შეკრების უფლების რეალიზების შესაძლებლობა." წერს საია.

ცნობისთვის, შსს-მ ორი გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა და რუსული კანონის საწინააღმდგო აქციის მონაწილეებს, დაშლისკენ მოუწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი