პარლამენტთან გდდ-ის სპეცრაზმი გამოიყვანეს | შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს - განცხადებას ამის შესახებ გომელაურის უწყება ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი." აცხადებს შსს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წრეს დაარტყამენ, პარალელურად ვრცელდება კადრები, რომ ჩიტაძის ქუჩიდან ხელკეტებით შეიარაღებული გდდ-ის თანამშრომლები გამოიყვანეს. შსს-ს მობილიზებული ჰყავს წყლის ჭავლის მანქანაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი