შსს მშვიდობიან მანიფესტაციას უსაფუძვლოდ აცხადებს უკანონოდ, პოლიციის ქცევა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევაა | GDI

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან შეკრება-მანიფესტაციას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ აცხადებს და იქ მყოფ ადამიანებს დაშლისკენ მოუწოდებს - ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით:

"პოლოციის ქცევა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევაა და მათ შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის, სპეციალური ძალისა და საშუალებების გამოყენებას აქციის მონაწილეების მიმართ ამ ეტაპიდანვე უკანონოდ აქცევს. 

მოვუწოდებთ პოლიციას შეწყვიტოს შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა, უარი თქვას პარლამენტთან მშვიდობიანი შეკრების დარბევაზე, შეწყვიტოს აქციაზე მყოფი ადამიანების უკანონო დაკავება." აცხადებს ორგანიზაცია

ზუსტი ციფრი, აქციის რამდენი მონაწილეა დაკავებული უცნობია. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მოქალაქეებს პროვოკაციებში ადანაშაულებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი