ჯერ "უცხოური აგენტები", შემდეგ "მეხუთე კოლონა"...საქართველოს არ ეყოლება მეგობრები პუტინის რუსეთის გარდა | აკუნინი

გამოქვეყნდა:

წარმოშობით ქართველი მწერალი  ბორის აკუნინი, იგივე გრიგოლ ჩხარტიშვილი საქართველოში, რუსული კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ქართულმა ტელევიზიებმა კომენტარისთვის მიმართეს და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან  - "მაქვს კომპლექსი, რომ "ნამდვილი ქართველი არ ვარ" - ენა არც კი ვიცი", აკუნინი წერს, რომ შეშფოთებულია იმის ნახვით, რაც საქართველოში ხდება. 

"..მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. დავიბადე საქართველოში, მყავს ბევრი ნათესავი და მეგობარი და მაწუხებს, როცა ვხედავ დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც იმავე ფერდობზე მოსრიალებს, საიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა.

ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან პრესის, არამედ პუტინიზმის
გეშინოდეთ არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს შენს სახლში დამკვიდრებას - შენივე ხელისუფლების ინიციატივით....

ჩვენ ეს ვიცით, გავიარეთ. ჯერ "უცხოური აგენტები", შემდეგ "მეხუთე კოლონა", შემდეგ "ტერორისტები და ექსტრემისტები" და შემდეგ საქართველოს არ ეყოლება მეგობრები პუტინის რუსეთის გარდა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ.

ქართველებო, არ მისცეთ ამის გაკეთებას უფლება. დაიცავით თქვენი თავისუფლება." წერს აკუნინი, რომელიც უკვე წლებია რუსეთში აღარ ცხოვრობს. პუტინის რეჟიმმა ის  "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა და  "ექსტრემისტებისა და ტერორისტების" რეესტრში შეიყვანა. მან რუსეთი 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი