"ვინც სიმძიმეს გრძნობთ ბიძინას სიტყვის მერე, ეს შიში კი არაა, შოკია, რომ ამ ქვეყანაში ეს ვინმემ გაბედა" | ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"ვინც სიმძიმეს გრძნობთ ბიძინას სიტყვის მერე, ეს შიში კი არაა, შოკია, რომ ამ ქვეყანაში ეს ვინმემ გაბედა", - ამის შესახებ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურ გამოსვლას ეხმაურება. 

გავკადნიერდები და თქვენ ემოციებზე ვიტყვი: ვინც სიმძიმეს გრძნობთ ბიძინას სიტყვის მერე, ეს შიში კი არაა, შოკია, რომ ამ ქვეყანაში ეს ვინმემ გაბედა. 
რეალურად ჩვენ მეტნი ვართ, მსოფლიო ჩვენ გვერდზეა, დასავლეთი რუსეთზე ძლიერია, მართლები ვართ
ამის იქით მოგვეთხოვება: გამბედაობა, ჭკუა, დისციპლინა
#არარუსეთს, - წერს ხოშტარია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი