ოჯახი ეძებს აქციის მონაწილეს, რომელსაც გუშინ სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა

გამოქვეყნდა:

განახლება: 10:00 საათისთვის არსებული ინფორმაციით, ბიჭი ბოკერიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. აღნიშნულს "მთავარ არხს" მისი ბიძაშვილი უდასტურებს.

ოჯახი ეძებს ბიჭს, რომელიც გუშინ რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქციაზე იმყოფებოდა. 29 წლის თორნიკე მარუაშვილი მასწავლებელია.

ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძის გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ აქციის დაშლის დროს მას სპეცრაზმელი ფიზიკურად უსწორდება. ჟურნალისტი თეა ადეიშვილი წერს, რომ ამ მომენტის შემდეგ გაურკვეველია მისი ადგილსამყოფელი.

გუშინ აქციის დაშლის დროს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა არაერთ მოქალაქეს. სხვადასხვა მედიისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელები დემონსტრანტებს ჩიხებში მისდევდნენ და ურტყამდნენ. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მინიმუმ სამ ჟურნალისტს - "ტაბულას", "აპრილისა" და "პუბლიკას" რეპორტიორებს. დაკავებულია მინიმუმ 11 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი