რუსთაველის გამზირიდან დაწყებული მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირიდან დაწყებული მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. თვითორგანიზებით შეკრებილმა ახალგაზრდებმა დღეს საღამოს ქალაქის ნაწილი ფეხით შემოიარეს და რუსული კანონი გააპროტესტეს.

ახალგაზრდული მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედნის გავლით ჯერ იუსტიციის სახლთან მივიდნენ, იქიდან კი სანაპიროს გავლით გმირთა მოედანზე, სადაც ფიცი დადეს. ამის შემდეგ მსვლელობამ ვარაზისხევის გავლით ისევ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.

მარშის მონაწილეებს მანქანების სიგნალებით გზადაგზა ამხნევებდნენ და მხარდაჭერას უცხადებდნენ მოქალაქეები.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი