არა რუსულ კანონს! | ახალგაზრდების აქცია 20 აპრილსაც გაიმართება

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო ახალგაზრდული პროტესტი გაგრძელდება - რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა მორიგი აქცია 20 აპრილს დააანონსეს. ისინი პარლამენტთან ისევ 19 საათზე შეიკრიბებიან.

19 აპრილის აქცია კი თითქმის 5 საათს გაგრძელდა. პროტესტის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყეს და ფეხით შემოიარეს ქალაქის ნაწილი. გმირთა მოედანზე მათ ფიცი დადეს, რომ არასდროს შეეგუებიან მტრულ ძალას, რუსულ პროპაგანდას, რუსულ კანონებს და დაიცავენ ქვეყნის ინტერესებს - "ვდებთ ფიცს, რომ ჩვენ საქართველოს დავიცავთ რუსული კანონისგან და რუსული ნარატივებისგან"  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი