
არა რუსულ კანონს! - საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
"12 წლის ვიყავი, როცა წითელი ყელსახვევი დავხიეთ ჩვენმა კლასმა და იმის მერე ყოველთვის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და გაბრწყინებული საქართველოსკენ მივილტვით. შეიკრიბეთ, გააპროტესტეთ არ არის ისე საქმე, როგორც გატყებთ ჩვენი მთავრობა, არ არის ისე რომ ევროპამ მიიღო მსგავსი კანონი, არც ამერიკას არ ქონია მსგავსი კანონი. სხვა პერიოდში, სხვა ეპოქაში და სხვა დროს სხვანაირი კანონები მიიღეს ამ ქვეყნებმა. ეს კანონი, ეგენი აპირებენ, რომ მიიღონ 17 მაისს ეს კანონი სრულად რუსულია, რომელიც რუსეთმა 2012 წელს მიიღო," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქცია პარიზში მცხოვრებმა ქართველებმაც გამართეს. მათ აქციაზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები "არა რუსულ კანონს!," "ბრძოლა გრძელდება" და სხვა.