პარიზში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარიზში მცხოვრებმა ქართველებმაც გამართეს. მათ აქციაზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები "არა რუსულ კანონს!," "ბრძოლა გრძელდება" და სხვა.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს, საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებების მიუხედავად და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე, "ოცნებამ" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს - 83 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი. ამ დღეს ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს კანონი ხელს არ შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ კი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს  და თქვეს, რომ ეს კანონი EU-ს ღირებულებებთან შეუთავსებელია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი