რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი, რომელსაც რამდენიმე საათი ეძებდნენ, პოლიციამ სასამართლოში გადაიყვანა

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი მიხეილ მუმლაძე, რომელსაც ოჯახის წევრები და მეგობრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ქუთაისის სასამართლოში გადაიყვანეს.

პროცესზე სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ მიხეილ მუმლაძე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და იგინებოდა.

მე მინდოდა დასწრება სახალხო შეკრებაზე, სადაც მისვლა ჩემი აზრით, ყველა ადამიანს შეეძლო. არ შემიშვეს და როცა ვბრუნდებოდი ჩემს მანქანასთან, ამ დროს მოხდა, ვერ ვიტყვი დაკავებას, იმიტომ, რომ არ უთქვამთ და არ განუმარტავთ ჩემთვის, რომ მაკავებდნენ, უბრალოდ ვივარაუდე, რომ ეს იყო ადგილიდან გაყვანის მცდელობა, რომ დამთავრდებოდა ეს სხდომა მერე გამომიშვებდნენ. კრემლის წინ, წითელ მოედანზე მინახავს ასეთი კადრები" ამბობს მუმლაძე.

ადვოკატებმა პოლიციელებს ჩანაწერები მოსთხოვეს, თუმცა სამართალდამცველებმა მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს, რის შემდეგად მოსამართლემ მხარეებს დრო 13 მაისამდე მისცა. სწორედ ამ დღეს ჩაინიშნა მომდევნო პროცესი. მუმლაძე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, "ოცნებამ" ჰომოფობიური შინაარსის საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს ქუთაისიდან დაიწყო, სწორედ მასზე დასწრება და კითხვების დასმა სურდა მუმლაძეს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი