კასპის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნოდ დახმარებები დარიგდა; ოპოზიციის თქმით, ქართული ოცნების კოორდინატორები მათსავე მხარდმჭერებზე არიგებდნენ პროდუქტებს. ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა უკმაყოფილებაც გამოთქვა.
თავის მხრივ მუნიციპალიტეტის მერიაში დარიგების ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ კულტურის სახლი მათ დაქვემდებარებაში არ არის.
ოპოზიციაში აქვე ამტკიცებს, რომ დარიგებული პროდუქცია სოციალურად დაუცველებისთვის იყო განკუთვნილი, რომლის მიღებასაც სოც.დაუცველები უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ცდილობენ.