ლარი გაუფასურებას განაგრძობს - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტა ხელოვნურ სუნთქვაზეა

გამოქვეყნდა:

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. კორონაპანდემიამ ყველაზე მძიმედ ეროვნულ ვალუტას დაარტყა. ჯიხურებსა და ბანკებში დღეს, 10 სექტემბერს, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0989 ლარს შეადგენს.   

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ლარი ხელოვნურ სუნთქვაზეა". ისინი მთავრობასა და ეროვნულ ბანკს სწორი ფინანსური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ. "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ დღეს ეკონომიკა გახსნილია იმ მასშტაბით, რის საშუალებასაც პანდემიური სიტუაცია იძლევა. 

შიმშილის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა შიშობს, რომ საწვავზე, მედიკამენტებსა და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასები ახლო მომავალში მკვეთრად გაიზრდება და ზამთვარი გაცილებით მძიმე იქნება, თუ მმართველი პარტია პანდემიის გამო, ქვეყნისა და ბიზნესის ჩაკეტვას არ შეწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 40 ათასი დოლარი გაყიდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი