საქართველოს სარაგბო ნაკრები „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნდა:

ერთა თასი 2020-ის მონაწილე საქართველოს სარაგბო ნაკრებიც იქნება. 8 ერში 6 ერის გუნდებს ინგლისს, საფრანგეთს, ირლანდიას, შოტლანდიას, იტალიას და უელსს, 2 ნაკრები - საქართველო და ფიჯი დაემატებიან.  8 ერის გათამაშება მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. 

საქართველოს რაგბის კავშირმა  ნაკრების წარმატებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: 

დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ.“ - ნათქავია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს სარაგბო ნაკრებს მას შემდეგ მიეცა შესაძლებლობა 8 ერში იასპარეზოს, რაც იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა ევროპაში ჩამოსვლაზე.

საქართველოს რაგბის კავშირი „6 ერთან“ მოლაპარაკებებს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით აწარმოებდა, რაშიც „მსოფლიო რაგბი“ გვეხმარებოდა. რასაკვირველია, გადამწყვეტი „6 ერის“ სიტყვა იყო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდისა და სათამაშო პრაქტიკის არქონის პირობებში, ძალიან რთული იქნება მსოფლიოს გრანდებთან პაექრობა და მაღალი ხარისხის თამაშის ჩვენება. თუმცა, ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით – ჩვენი საამაყო ბორჯღალოსნები მოედანზე ყოველთვის საბრძოლველად გადიან და თავი არასოდეს არ დაუზოგავთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ახლაც ასე იქნება.“- ვკითხულობთ რაგბის კავშირის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირი ამ წარმატებისთვის მადლობას  უხდის „მსოფიო რაგბის“ მხარდაჭერისთვის და ასევე ფონდ „ქართუს“, საქართველოს მთავრობას და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს, აქვე გულშემატკივრებსაც.

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი