შეშფოთებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კანონით | სენატორების განცხადება

გამოქვეყნდა:

"როგორც კონგრესში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარე, შეშფოთებული ვარ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული "უცხოელი აგენტების კანონით", - წერს X-ზე რესპუბლიკელი სენატორი ჯერი კონოლი და სენატორ ოსტინ სკოტთან ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

სენატორები წერენ, რომ წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება და წინსვლა, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიულ ინსტრუმენტს წააგავს.

"2012 წელს, ხელისუფლების მესამე ვადით მიღების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა უცხოური აგენტების აქტს, რომელიც მოითხოვს იმ ორგანიზაციების უცხოურ აგენტებად დარეგისტრირებას, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან და უცხოურ დაფინანსებას იღებენ. 

პუტინმა გამოიყენა ეს "უცხოელი აგენტების" კანონი, რათა სასტიკად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, ყველასთვის, და კიდევ უფრო განემტკიცებინა მისი, როგორც დიქტატორის, სასტიკი მმართველობა. 

საქართველოსთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება და წინსვლა, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიულ ინსტრუმენტს წააგავს.

ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და მოვუწოდებთ ლიდერებს, გაითვალისწინონ სამოქალაქო საზოგადოების მოწოდებები დამოუკიდებელი სასამართლოსა და მთავრობის შესახებ. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის მსგავსი კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“, საქართველოს აშორებს ამ გზისგან", - წერია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი