
პრემიერმა კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
კობახიძემ და ერდოღანმა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს:
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია პრემიერმინისტრის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ ქვეყანას, თურქეთის რესპუბლიკას, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობას ყველა ძალიან ვუფრთხილდებით, ჩემთვის ძალიან პატივია ვსტუმრობდე ბატონ პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც არის არამხოლოდ პრეზიდენტი, არამედ რესპუბლიკის ნამდვილი ლიდერი, რომელიც მტკიცედ იცავს თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, თქვენი ლიდერობა არის სამაგალითო თითოეული ჩვენგანისთვის" აღნიშნა კობახიძემ.
მან თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია:
"თქვენო აღმატებულებავ, მსურს მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული მასპინძლობისთვის. დღეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი., გავცვალეთ მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენ გვქონდა საუბარი უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკის შენარჩუნებაზე და პირადად ვთხოვე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში ჩამობრძანება და იმედი მაქვს, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მალე შედგება. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვეერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით მინდა აქაც განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტს მის მხარდაჭერისათვის საქართველოს და მისი ეროვნული ინტერესების მიმართ." აღნიშნა კობახიძემ
იხილეთ: