პრეზიდენტმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადასცა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციაში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, სანდრო ჯოხაძესა და თემუკა კოკოზაშვილს შეხვდა და მათ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადასცა.

შეგახსენებთ, ორივე ახალგაზრდა ცნობილი  გახდა ფოტოდან, რომელიც 16 აპრილსაა გადაღებული და სადაც ისინი დროშებშემოხვეულები 
სპეცრაზმელების წინ დგანან.

სანდრო ჯოხაძე, რომელიც სკოლის მოსწავლეა, ამავე აქციაზე დააკავეს და ის სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი