რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული სკოლის მოსწავლე სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიჭი საქართველოს დროშით, სანდრო ჯოხაძე 2 200 ლარით დააჯარიმა. ის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

აქციაზე დაკავებულ გიგა ბერაძეს კი  2 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 

დაკავებულებს პროკურატურა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, კორდონის გარღვევასა და პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა. ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს, მათ შორის არც ჩანაწერი, რომელიც კორდონის გარღვევას ასახავს.

სასამართლოზე მოწმედ 4 პოლიციელი გამოიკითხა. დაკავებულების ადვოკატები, რომ მათ ცრუ ჩვენება მისცეს:

"ყველა პოლიციელმა, ოთხნი იყვნენ, რომლებმაც მისცეს ჩვენება მოიტყუვნენ და სასამართლოს მისცეს ცრუ ჩვენება, ეს დამტკიცდა არა თუ ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არამედ თვითონ შსს-ს წარმომადგენლებმა მოიტანეს ვიდეო ჩანაწერი, სადაც დასტურდება თუ როგორ მოხდა სანდროს და გიგის [სანდრო ჯოხაძის ძმა] დაკავება. პოლიციელებმა თქვეს, რომ ისინი დააკავეს კორდონის გარღვევის დროს, ხოლო ვიდეო ჩანაწერებში ჩანს, რომ ისინი დააკავეს მაშინ, როდესაც კორდონიდან დაშორებულები იყვნენ დაახლოებით 200-100 მეტრით", - ამბობს ადვოკატი, ჯანო ჭკადუა.

სანდრო ჯოხაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, რადგან სასამართლო სისტემის მიმართ არანაირი ნდობა არ აქვს.
 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი