რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება ქუთაისში. პროტესტის მონაწილეები ქალაქის ცენტრში, მესხიშვილის სახელობის თეატრთან არიან შეკრებილები.
ადგილზე იმყოფებიან ივანიშვილის მიერ დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებმაც თეატრთან უნივერსიტეტიდან ფეხით მსვლელობით გადაინაცვლეს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გუშინდელი რუსული მარშის მონაწილეებს მიმართა - "აი ამის [კარტოფილი] გამო, თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს როგორ ყიდით"?!
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ეწინააღმდეგებიან კანონს, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.