დღეს კლავენ ჩვენი შვილების მომავალს, დავდგეთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ | ზაზა სარალიძე

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით ზაზა სარალიძე გამოვიდა და შეკრებილებს მხარდაჭერა გამოუცხადა:

"მე მინდა გამარჯვება გისურვოთ. მე მინდა თითოეული ახალგაზრდა ვინც აქ დგას, ყველას მშობელი ვიხილო იმიტომ, რომ დღეს კლავენ ჩვენი შვილების მომავალს, ევროპულ მომავალს, ჩვენ შვილებს უწოდებენ უბინძურეს სიტყვებს. არ შეიძლება ეს. დავდგეთ მთელი საქართველო ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. არ შეიძლება ქართველი რუსული რეჟიმის ქვეშ. წინ მარად საქართველო. ძირს რუსული კანონი, ძირს რუსული რეჟიმი, ძირს თუნდაც თითოეული ადამიანის ბატონობა საქართველოში. გაუმარჯოს ახალგაზრდების  და ჩვენი მომავლის ევროპულ მომავალს" მიმართა სარალიძემ აქციის მონაწილეებს.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამამ დღეს განაცხადა, რომ რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი