სახალხო დამცველი ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ნაცემი ლევან ხაბეიშვილი იმყოფება

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ნაცემი ლევან ხაბეიშვილი იმყოფება. ომბუდსმენი ამ წუთებში კლინიკის შიდა ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა ამ დროისთვის უცნობია შეძლო თუ არა მან ხაბეიშვილის ნახვა. არსებული ინფორმაციით, ენმ-ის თავმჯდომარეს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, სპეცრაზმელებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სასტიკად სცემეს.

ექიმის ინფორმაციით, მას "აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა... ჰოსპიტალიზაციის მკაცრი რეკომენდაციაა..."

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი