ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, რომ პოლიცია გუშინ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს არ გასცდენია კანონის ჩარჩოებს, კადრები საპირისპიროს ამტკიცებს.
უკვე იდენტიფიცირებულები არიან ის სპეცრაზმელები, ვინც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს - დიმა მჭედლიძე, სოსო გვარამაძე და სოსო გელაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან.
ასევე, არსებული ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეების დასარბევად, გდდ-ის ხელმძღვანელმა ზვიად ხარაზიშვილმა იგივე "ხარებამ" მისივე კერძო კომპანიის, "სარანგის" თანამშრომლები გამოიყვანა.
"მთავარს" კი წყარო აწვდის ინფორმაციას, რომ შავნაბადას ბაზაზე გდდ-ის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებაა, რაც მოძალადე სპეცრაზმელების იდენტიფიცირებასა და მათი ფოტოების გავრცელებას მოჰყვა.
იხილეთ: