ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკებში აქციაზე დაშავებული 15 პირი გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-2 მაისს პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 დაშავებული გადაიყვანეს.

უწყება ამბობს, რომ მათ შორის არიან სამართალდამცავებიც. მათივე ცნობით, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა. 

ცნობისთვის, 1 მაისს თბილისში მორიგი აქცია გაიმართა რუსული კანონის გასაპროტესტებლად, რომელსაც იმავე დღეს "ოცნებამ" მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. დარჩა მესამე, საბოლოო მოსმენა. აქციის მონაწილეები პარლამენტთან დილამდე დარჩნენ. პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. დააკავეს რამდენიმე ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. დაშავებული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ შსს იყენებდა რეზინის ტყვიებსაც - სამინისტრო რეზინის ტყვიების გამოყენებას უარყოფს.

განსაკუთრებით დაძაბული იყო სიტუაცია ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც პარლამენტის ჭიშკართან დემონსტრანტებმა ბარიკადები ააგეს. პარალელურად, სპეცრაზმი მათ წინააღმდეგ იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს. ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შუშებიც ჩაამსხვრიეს, რასაც ისევ მოჰყვა წყლის ჭავლის გამოყენება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი