შსს უარყოფს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა - განცხადება მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა:
პოლიცია პარლამენტის შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს - წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის. შსს-ს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები" განაცხადა დარახველიძემ.
მინისტრის მოადგილის მტკიცებით, აქციიც მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ.
იხილეთ: