სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც სწავლა დაწყებული აქვს, დისტანციურ სწავლებაზე უნდა გადავიდეს - მინისტრის მოადგილე

გამოქვეყნდა:

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე, ამის შესახებ გადაწყვეტილება ეხება, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს და ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ეკატერინე დგებუაძე ამბობს, რომ განათლების სისტემა მზად არის სასწავლო პროცესი დაიწყოს, როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურად.

თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, გორის, ზუგდიდისა და ფოთის გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პოცესი 15 სექტემბერს დაიწყება საკლასო ოთახებში და ასევე აუდიტორიებში. განათლების სისტემა მზადაა სასწავლო პროცესი დაიწყოს როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციურა, - ამბობს ეკატერინე დგებუაძე

შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 სექტემბრს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ 15 სექტემბერს სწავლა სასწავლო დაწესებულებებში დისტანციურად დაიწყება, პირველი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებში. 

ცნობისთვის, 9 სექტემბერს განათლების მინისტრმა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები“ დაამტკიცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი