პრემიერმინისტრის განმარტებით, 15 სექტემბერსს წავლა სასწავლო დაწესებულებებში დისტანციურად დაიწყება, პირველი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებში. ამ თემაზე დამატებითი კომენტარი მან მთავრობის ბრიფინგზე გააკეთა.
სწავლება, რა თქმა უნდა, 15 სექტემბერს იწყება დისტანციურად. ჩვენ ისედაც მზად გვქონდა ჰიბრიდული ფორმა, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დაწყებულიყო. სწავლა დისტანციურად დაიწყება ყველაგან, ხოლო საკლასო ოთახებში პირველი ოქტომბრიდან, - თქვა გიორგი გახარიამ.
გახარიას განმარტებით, ეს გადავადება ეხება ყველა წრეს, რომელზეც ბავშვები დადიან და ამ წრეებზე გაკვეთილები ღია სივრცეში არ ტარდება.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სწავლა საქართველსო 6 დიდ ქალაქში პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, 908 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.