ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ვალუტის კურსი დოლარსა და ევროსთან მიმართებითაც გაუარესდა. დღის ბოლოს გაიზარდა ოფიციალური კურსიც და ის დოლართან მიმართებით 3 ლარი და 11 თეთრია, სავალუტო ჯიხურებში კი 3 ლარსა და 14 თეთრამდე აღწევს.
მოსახლეობა გაძვირებლ ფასებზე წუხს, გამყიდველი კი ბაზარში მყიდველის სიმცირეს უჩივის.
ბოლო ერთი თვეა, 10-15 თეთრით მოიმატა ბენზინის ფასმა. ორი თვის მონაცემებით, 20-25 თეთრით გაიზარდა. სპეციალსიტების შეფასებით, თუ ლარის გაუფასება გაგრძელდა, ეს საწვავს კიდევ უფრო გააძვირებს.
სპეციალისტებიც და პოლიტიკოსებიც ერთ-ერთ მთავარ გამოსავალს ინვესტიციების მოზიდვაში ხედავენ, თუმცა დამაბრკოლებელ ფაქტორად მიაჩნიათ ხელისუფლების პოლიტიკა, მათ შორის სასამართლო და ბიზნეს დავები. მზარდი უმუშევრობის, სიღარიბის გაზრდისა და ეკონომიკის ვარდნის პარალელურად ხელისუფელბას გადასახადების შემცირებას ურჩევენ. თუმცა ფიქრობენ, რომ ამ ხელისუფელბამ სწორი ნაბიჯების გადაგმა უკვე ძალიან დააგვიანა.